ამ პროექტის ფარგლებში მე მივიგე ბლოგში მუშაობის გამოცდილება, ფაილების შექმნისა და მათი ბლოგში განთავსების გამოცდილება. googl drive- ში ნამუშევრების შენახვა და გაგზავნა. სასწავლო მიზნებისა და პროცედურების სწორად გაწერა. (თანხვედრა). ვისწავლე ბროშურების შექმნა და გაფორმება.
ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, მისი გაფორმება, ბლოგში დოკუმენტების ატვირთვა, ბლოგების გაზიარება.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია. მიგებული შენიშვნების გათვალისწინებით შევიტან შესწორებებს პროექტის სასწავლო გეგმაში (სასწავლო პროცედურებში). მოსწავლეების პროექტებით დაინტერესების ეფექტური ხერხები.
Sunday, March 26, 2017
Tuesday, March 14, 2017
მეშვიდე დღე
ტრეინინგი დაიწყო მისალმებით, წინა ტრეინინგის განხილვით. თითოეულმა მასწავლებელმა გავაკეთეთ მოსწავლის სავარუდო ნაშრომის პრეზენტაცია. განვიხილეთ ჯგუფში და ტრენერის დახმარებით შევიტანეთ შესწორებები. სასწავლო პროექტის გეგმაში შევიტანე შეფასების სტრატეგიები. ჩავწერეთ ასევე სასწავლო პროცედურები.
Sunday, March 12, 2017
მეექვსე დღე
წინა ტრეინინგის განხილვა,შეფასების სტრატეგიების განხილვა.გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. წინასწარ შედგენილი პრეზენტაციის ჩეკლისტის მიხედვით. მივიღეთ დავალებად შავად გავწეროთ პროექტის აქტივობები. .დაუკომენტარეთ ერთმანეთს ბლოგები.
Sunday, March 5, 2017
მეოთხე დღე
გავიხსენეთ წინა ტრეინინგებზე განხილული თემები, გავეცანით ერთმანეთის პროექტის მიზნებს, გავეცანით მიმართულების მიმცემ სიტყვებს, შევადგინეთ მიმართულების მიმცემი კითხვები. დავალება :გაუკეთოთ ერთმანეთს მიმართულების მიმცემ კითხვებზე კომენტარები, შემდეგი შეხვედრისთვის უნდა მოვიტანოთ შეფასების რუბრიკები.
Saturday, March 4, 2017
მესამე დღე
გავეცანით დღის მიზანს, გავეცანით წინა ორი დღის შედეგებს, შევქმენით პროექტის ბუკლეტი, შევინახეთ ელექტრონულ ღრუბლებში, გავეცანით ncp.ge . განვიხილეთ პროექტის სტანდარტები და ინდიკატორები. სახლში დავალებად მოგვეცა პროექტის მიზნების ჩამოყალიბება.
Subscribe to:
Posts (Atom)